წუხელ თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. გმირთა მოედნიდან ბარათაშვილის ხიდამდე მანქანებს გადაადგილება უჭირდათ. იყო ავარიის შემთხვევაც. ასევე, ნახევარი საათის მანძილზე დაკეტილი იყო მარცხენა სანაპიროზე ქალაქიდან გასასვლელი გვირაბიც.
პრობლემები შეექმნათ ავლაბრის, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანი-ნაძალადევისა და ჩუღურეთის მოსახლეობას. მათ სარდაფები დაეტბორათ, ხოლო ნაძალადევის რაიონში ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავიც გადაეხადა.
როგორც სამაშველო სამსახურში ამბობენ, დაფიქსირდა 130-მდე გამოძახება.