დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატ დავით მჟავანაძესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი კვერღელიძეს შორის მცირე კამათი მოჰყვა "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ქონების“ გასხვისების საკითხს.
დეპუტატი დავით მჟავანაძის თქმით, ნუსხაში გამოტანილი არის ისეთი ადგილი, რომელიც წარმოადგენს ქარსაფარ ზოლს.
მჟავანაძისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი კვერღელიძის დაწყნარება ამ ეტაპზე დეპუტატმა, ლელა ნაცვალაძემ აიღო თავის თავზე.
“დაწყნარდით, აქ საკამათო არაფერია“… _ თქვა ლელა ნაცვალაძემ, რომელსაც ღიმილით მიმართა მისმა კოლეგა მიხეილ გოგოტიშვილმა _ “თქვენ საკრებულოს თავმჯდომარეობა დაგშვენდებოდათ".
“თოვლს ვერ გაიმეტებ ზამთარში ჩემთვის და დავიჯერო საკრებულოს თავმჯდომარეობას გაიმეტებ?“ _ უპასუხია ნაცვალაძემ გოგოტიშვილს.
“კაცმა არ იცის რა მოხდება ოქტომბრის შემდეგ…“ _ უთხრა გოგოტიშვილმა ნაცვალაძეს.