ინდოეთში მუმბაისთან ხიდი ჩაინგრა და მგზავრებით სავსე ორი ავტობუსი მსუბუქ მანქანებთან ერთად ადიდებულ მდინარეში ჩავარდა. 20-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. დაკარგულებს სამაშველო ჯგუფები ნავებით ეძებენ.
ოპერაციაში ავიაციაც ჩართულია. მაშველებმა უკვე დაათვალიერეს რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთი, თუმცა, ავტობუსების კვალს ვერ მიაგნეს.
ბოლო ერთი კვირაა მუმბაიში გადაუღებლად წვიმს, რის გამოც მდინარეში წყლის დონემ რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ზოგიერთ რაიონში კალაპოტიდანაც გადმოვიდა.