ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის საწინააღმდეგოდ ცხელი ხაზი ამოქმედდა
ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის საწინააღმდეგოდ ცხელი ხაზი ამოქმედდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფარმაცევტს პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში პროფესიული საქმიანობა სამი, ხოლო მეორე ჯგუფის გაცემის შემთხვევაში, ერთი წლით შეეზღუდება.
„მეწარმეებს ზოგადად არ აქვთ შეზღუდვა პარალელური აქტივობების კეთებით. მაგალითად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ავტომობილების შემკეთებელი დაწესებულება და პარალელურად გახსნას ფსიქოტროპული აფთიაქი. ასეთი ადამიანები საქმიანობის ნებართვას ვერ მიიღებს იმ შემთხვევაში თუ აქვთ სამართალდარღვევა, იყვნენ ნასამართლევი, ან აქვს ბიუჯეტის წინაშე დარღვევა“, _ განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის საწინააღმდეგოდ ცხელი ხაზი ამოქმედდა.
„მონიტორინგი იმუშავებს 24/7 საათიან რეჟიმში, იქნება მორიგე და გეგმური შემოწმების გარდა, ცხელ ხაზზე 15 05-ზე შესულ შეტყობინებებზე, სადაც ადგილი ჰქონდა ასეთ ქმედებას, დაუყოვნებლივ გავა მონიტორინგის ბრიგადა და ადგილზე მოახდენენ რეაგირებას“, _ განაცხადა დავით სერგეენკომ.