11 აგვისტოს, 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ, დაამატონ ან შეცვალონ ფაკულტეტები. მათ, ცვლილებების შეტანა საკუთარ რეიტინგულ სიაში, ელექტრონულად (online.naec.ge ან www.naec.gov.ge) შეუძლიათ.
ყველა ცვლილების დადასტურება აბიტურიენტმა უნდა მიიღოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. თუ მან ასეთი დადასტურება ვერ მიიღო, სავარაუდოდ, ცვლილებების შეტანა დასრულებული არა აქვს.
„საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დარჩენილ ადგილებზე ჩარიცხვა არ მოხდება!“ _ აფრთხილებს აბიტურიენტებს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი.