ოზურგეთელ სპორტსმენებს კრივში მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ, ქალაქ ოზურგეთის მერიის ხელშეწყობით კი ისინი ამიერიდან რინგზე იასპარეზებენ.
დღევანდელ ღონისძიებას ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ვიცე-მერი ალეკო ბურჭულაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე, გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი გოჩა კვანტალიანი და სპორტსმენები ესწრებოდნენ.
,, მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდა, წარმატებულ სპორტსმენებს უკვე მიეცათ ნორმალურ პირობებსა და გარემოში ვარჯიშის საშუალება. წლების მანძილზე რინგის არქონა პრობლემებს ქმნიდა. ქალაქის მერია ყოველთვის მხარში უდგას ჩვენს ქალაქში სპორტული ცხოვრების განვითარებას და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. წარმატებას ვუსურვებ სპორტსმენებს და ველით ახალ მიღწევებს“, _ განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
სპორტსმენებს რინგი წლების მანძილზე არ ჰქონდათ და ისინი საასპარეზო სპორტულ სახეობებს არაკომფორტულ პირობებში ეუფლებოდნენ.
დღეიდან აღნიშნულ დარბაზში ოზურგეთელი ახალგაზრდები კრივსა და კიკბოქსინგში ივარჯიშებენ. (R)