„ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“ ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მურმან ქურიძეს წარადგენს.
აღნიშნულ ინფორმაციას "გურია ნიუსთან" საუბრისას ადასტურებს პარტიის ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა მურვანიძე.
მურმან ქურიძე წარმოშობით ლანჩხუთიდან, სოფელ ქვემო აკეთიდანაა. ნონა მურვანიძის ინფორმაციით, ქურიძე სოფლის მეურნეობის სპეციალისტია და
მისი საარჩევნო პროგრამაშიც ძირითადი აქცენტები სწორედ სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე იქნება გაკეთებული. მას, ასევე გარკვეული პოლიტიკური გამოცდილებაც გააჩნია, წლების წინ საქართველოს პარლამენტში აგროკომიტეტს ედგა სათავეში. ასევე, ახალგაზრდობაში დაკავებული იყო სპორტითაც, აქტიურად თამაშობდა კალათბურთს.
„ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფიციალურ წარდგენას ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქში უახლოეს დღეებში გეგმავს.
ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობისთვის, მურმან ქურიძის თანასოფლელი აკაკი ჩხაიძეც იბრძვის,