ქართველი მსახიობი, ნანა ხურითი რიოს ოლიმპიადაზე ვარლამ ლიპარტელიანის დაჯილდოების დროს გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. ფოტოზე აღბეჭდილია, თუ როგორ განიცდის მეორე ადგილზე გასვლას ქართველი სპორტსმენი.
“ზოგიერთი პოლიტიკოსი უნდა იდგეს წესით ასე… შენ რა გაქვს სატირალი, ვარლამ! გვეამაყები! გვიყვარხარ! მადლობას ვუხდი შენს პირად მწვრთნელს, მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ქედს ვიხრი შენი წინაპრების წინაშე!“ _ წერს მსახიობი.
ინფორმაციისთვის, ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ვარლამ ლიპარტელიანი იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა.
“ვერ მოვახერხე ის, რაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი და რაც ჩემი ყველაზე დიდი სურვილი იყო. ძალიან მინდოდა გავხვდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ არ გამომივიდა.“ – თქვა ვარლამ ლიპარტელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთან საუბრის დროს.