ოზურგეთში მთელი დღეა გადაუღებლად წვიმს.
უხვმა ნალექმა მცირე პრობლემა შექმნა აღმაშენებლის და აბაშიძის ქუჩებზე. როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი წყალი შევიდა ორ ოჯახში. პრობლემა იყო ოზურგეთის აგრარულ ბაზარშიც.
როგორც ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესამსახურში გვითხრეს, ნალექს რაიმე სახის ზარლი არ მოჰყოლია.
_ დროულად ჩაერივნენ შესაბამისი სამსახურები, გაიწმინდა წყალსაწრეტი არხი და წყალი გაატარა.