ინდოეთში დამოუკიდებლობის დღეს ფრანების გაშვებას 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა, ხოლო 1 სამართალდამცავი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ინდოეთში სხვადასხვა ფესტივალების და მნიშვნელოვანი შემთხვევების აღსანიშნავად ფრანებს ხშირად უშვებენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, დელის მთავრობამ ფრანის გასაშვებად მკვეთრი სიმების გამოყენება უკვე აკრძალა და პირობა დადო, რომ ფრანის გაშვების შემასწავლელ კამპანიას აწარმოებს, რომ ხალხს საფრთხე არ დაემუქროს.
გავრცელებლი ცნობით, მოსახლეობის უმეტესობა ფრანის გასაშვებად მინით დაფარულ სიმებს იყენებს, რაც ხალხის დაღუპვას იწვევს.
მუწყებლის ინფორმაციით, მსგავსი მიზეზით 2015 წელს ქალაქ მორადაბადში 5 წლის ბიჭი, ხოლო 2014 წელს ჯაიპურში 5 წლის გოგონა დაიღუპა.