ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო მძღოლებს ახალი ტიპის მომსახურებას სთავაზობს _ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ავტომობილების რადიაციული დაბინძურების დონე განსაზღვრონ.
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, უკვე შემოწმდა რამდენიმე ავტომანქანა, რის შედეგადაც რადიაციული დაბინძურების ფაქტი არ გამოვლენილა.
„აღსანიშნავია, რომ იაპონიიდან იმპორტირებული ავტომანქანების რადიაციული კონტროლი ხორციელდება საერთაშორისო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, თანამედროვე რადიაციული მონიტორინგის პორტალებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დიდია მოსახლეობის ინტერესი პირადად, დამატებით გადაამოწმონ საკუთარი ავტომანქანები რადიაციულ დაბინძურებაზე, რამაც განაპირობა აღნიშნული მომსახურების დანერგვა“, _ აცხადებენ სამინისტროში.