"გურია ნიუსის" ინფორმაციით, სამტრედია-ლანჩხუთის საზღვარზე სოფელ ჭყონაგორასთან მსუბუქი ავტომანქანა და საპირისპიროდ მოძრავი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. არიან დაშავებულებიც. ადგილზე ამ დრომდე საცობია.
შსს-ში "გურია ნიუსს" განუცხადეს, რომ დაშავებულია 4 ადამიანი.
ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.