EURONEWS-ის ინფორმაციით, იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა.
მაშველების ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი ოჯახიდან 8 თვის და 9 წლის ბიჭები არიან, ხოლო დაღუპული ბავშვების ბებია მომხდარში ღმერთს ადანაშაულებს.
როგორც ცნობილია, 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ათასობით მაცხოვრებელი უსახლკაროდ დატოვა.
მაუწყებლის ცნობით, მიწისძვრის შედეგად საავტომობილო გზები დაზიანებულია, რაც სასწრაფო დახმარების აღმოჩენას აფერხებს.
როგორც ცნობილია, მიწისძვრის ცენტრი რომიდან 170 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, რასაც 60 ძლიერი რყევა მოყვა.
მაუწყებლის ინფორმაციით, საჰაერო ფოტოგადაღების შედეგად ჩანს, რომ იტალიის ერთ-ერთი ლამაზი ისტორიული ქალაქი ამეტრიჩე მიწისძვრის შედეგად მიწასთან არის გასწორებული.
გავრცელებული ცნობით, საგანგებო შემთხვევების ბიუჯეტიდან 235 მილიონი ევრო გამოიყო დაზარალებულთა დასახმარებლად.
იტალიის ეროვნული სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები ჯერ-ჯერობით კარვებში იქნებიან განთავსებული.
ამავე თემაზე:
იტალიაში დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა
ძლიერი მიწისძვრა იტალიაში – საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს