აშშ-ს სამხედრო ექიმები ტრავმირებული სამხედროებისთვის უნიკალური ბიონიღაბის შექმნაზე მუშაობენ. ის სამხედროებს ნაიარევებისგან გათავისუფლებასა და ბუნებრივი იერსახის დაბრუნებაში დაეხმარება.
პენტაგონი ბრუკის სამხედრო მედიცინის ცენტრთან და აშშ-ს სამხედრო ქირურგიის ინსტიტუტთან ერთად აკვირდება სპეციალური ნიღბის შექმნის პროცესს, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს.
ბიონიღაბს კომპანია “UT Arlington”-ის ინჟინერები აშშ-ს ჩრდილო-დასავლური ინსტიტუტის მეცნიერებთან ერთად აწარმოებენ.
ჩანაფიქრის თანახმად, ნიღაბი სამხედროებს სახიდან საომარი მოქმედებების შედეგად მიღებული დაზიანებების მოშორებაში დაეხმარება. პროექტის ხელმძღვანელის ეილინ მოსი ირწმუნება, რომ ტრავმებისგან არ დარჩება არავითარი კვალი.
მოწყობილობა ორი ნაწილისგან იქნება წარმოდგენილი: ზედა – მყარი, რომელიც სახეს შიდა გაღიზიანებისგან დაიცავს, ქვედა კი – სხვადასხვა მილისგან შემდგარი მოქნილი პოლიმერი. სწორედ ამ მილების საშულებით დაზიანებულ უბნებს ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებლები და ღეროვანი უჯრედები მიეწოდება, რომლებიც მათ აღდგენას უზრუნველყოფენ.
ბიონიღბის შემქმნელები სიახლეზე დიდ იმედებს ამყარებენ. მათი თქმით, მოწყობილობა პლასტიკურ ქირურგიაზე ეფექტური იქნება. ნიღბის მწარმოებელთა თქმით, მათი ქმნილება გამოყენებისთვის მზად 2017 წელს იქნება.