“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მანქანაში ოზურგეთელი რაგბისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც თავიანთი მეგობრების სანახავად ქობულეთში მიდიოდნენ.
“გურია ნიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ დაშავებულების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მათ უკვე ჩაუტარდა ამბულატორიული დახმარება "მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის 276 მუხლის 1 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად დაზიანება გამოიწვია.