ინდიანაპოლისს ტორნადომ გადაუარა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო 12 ადამიანი დაშავდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქარიშხლის ეპიცენტრი ინდიანაპოლისთან ახლოს მდებარე ქალაქი კოკომო აღმოჩნდა, სადაც ძლიერი ქარიშხლის შედეგად მრავალი სახლი დაინგრა.
როგორც ცნობილია, 200-მდე ადამიანს საკვებით და თავშესაფრით დახმარება სჭირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაახლოებით 42 000 სახლი და ბიზნესცენტრი ელექტრო ენერგიის გარეშე დატოვა.