დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი _ „ერთიანი კავკასია" ("ONE CAUCASUS") გაიხსნა.
ფესტივალის გახსნას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფესტივალის პირველი დღე ყველასთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა.
მუსიკალური პროგრამის ფარგლებში, მსმენელების წინაშე წარსდგნენ მუსიკალური შემოქმედებითი კოლექტივები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან: Skadyktator (პოლონეთი/ალჟირი) feat.: Filip Woźniak (პოლონეთი) + Piotr Rybak (პოლონეთი) + Huntertones Horns Section (აშშ) ჩვენებურები (საქართველო) + Pako Sarr (სენეგალი) + Huntertones Horns Section (აშშ).