თბილისის საქალაქო სასამართლომ “რესპუბლიკური პარტიის” სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ”რესპუბლიკური პარტია” ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ ნორმატიული აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლითაც ცესკომ „ახალ მემარჯვენეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ნომერი წილისყრის გარეშე მიაკუთვნა.
პარტიას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 2 დღის ვადაში, სააპელაციო წესით შეუძლია.