თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა, ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლისას, პარიზის ინტერპოლის მიერ 2014 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული აზიზ მ. დააკავეს.
აზიზ მ.-ს ბრალი ედება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 221-6, 223-6 და 434-10 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს: კანონის საფუძველზე ან რეგლამენტით მიღებული უსაფრთხოების დაცვის ნორმების აშკარა დარღვევით გაუფრთხილებლობით მკვლელობას, გემის კაპიტნის გაქცევისა და განსაცდელში მყოფთათვის დახმარების არაღმოჩენის ფაქტს.
შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამჟამად, აზიზ მ.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.