თურქეთში, დიარბაქირში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია დაიბომბა. ანკარა მომხდარში ქურთ მუშათა პარტიას ადანაშაულებს.
თურქული მედიის ცნობით, დაცხრილულია აეროპორტის საკონტროლო გამშვები პუნქტი. იერიშის შედეგად ჩამსხვრეულია აეროპორტის ფანჯრები.
როგორც უცხოური მედია იუწყება, აეროპორტის მისასვლელ გზაზე ახლა პოლიციის დამატებითი ჯგუფები პატრულირებენ. დიაბაქირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო.