დღეს, ახმეტაში ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. შემთხვევა აგრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი შურისძიებას უკავშირდება. ერთ-ერთ ერთი მუცლის არეშია დაჭრილი. ხოლო თვითმხილველთა თქმით, მეორე დაჭრილს ტყვია შემთხვევით მოხვდა.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.