მთვარისა ბილიხოძე, ოზურგეთი:
_ არც ერთი.
მაგული ბოლქვაძე, ოზურგეთი:
_ არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით.
გურამ შაინიძე, ოზურგეთი:
_ მაინცდამაინც უნდა მომწონდეს? არც ერთი არ მომწონს. ჩემს სასარგებლოდ არაფერს არ აკეთებენ _ უმუშევარი ვარ, უპენსიო, მეტი რა გითხრათ?!
ირმა სალუქვაძე, ოზურგეთი:
_ "ქართული ოცნების". მგონი, გემოვნებაზე არ დაობენ.
ნუგზარ კვაჭაძე, ოზურგეთი:
_ ყველას.
ქეთი ებრალიძე, ლანჩხუთი:
_ მე პარტია "ქართული ოცნების" წევრი ვარ და შესაბამისად, მხარს ჩვენი პარტიის კანდიდატს ვუჭერ. ახლა შვებულებაში ვარ და როგორ კი სამსახურში დავბრუნდები, უფრო ახლოს შევძლებ ჩვენი კანდიდატის გაცნობას.
ბედუინ შარაშიძე, ჩოხატაური:
_ "ქართული ოცნების" კანდიდატი თემურ ჭკუასელი მომწონს. მან რაღაცები გააკეთა და იმედი მაქვს, ისევ გააკეთებს.
რომან ჯულაყიძე, ჩოხატაური:
_ "პატრიოტთა ალიანსის", რადგან ეს პარტია უფრო ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
შოთა გოგოლაძე, ჩოხატაური:
_ არც ერთი არ მაინტერესებს, რადგან ერთი და იგივეა ყველა.
მარინა ჟღენტი, ჩოხატაური:
_ ვერ გიპასუხებთ, რადგან არც ერთი კანდიდატის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. სულ არ მაინტერესებს ეს საკითხი.
ლადო აფხაზავა, ლანჩხუთი:
_ ჩემთვის მნიშვნელოვანია პიროვნებაზე, მის გამოცდილებაზე, კვალიფიკაციაზე, უნარსა და პოტენციალზე აქცენტის გაკეთება. სწორედ ამიტომ მე ვირჩევ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ნინო კვიტაიშვილს. მისი სუფთა წარსული, საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობა, მისი წარმატებები არის ჩემთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ის ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო მასწავლებელი, ასწავლიდა არასრულწლოვან პატიმარ ბავშვებს, ეხმარებოდა მათ ცხოვრების ნათელი გზის არჩევაში, არის რამდენიმე მოსწავლეთა სახელმძღვანელოს თანაავტორი, იყო განათლების სამინისტროში ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი, არის სამოქალაქო განათლების ექსპერტი. აი, ამ და სხვა დამსახურებათა გამო ვირჩევ მე მას.