ქალაქ ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსის ეზოში საკანალიზაციო სისტემის მილი გაიჭედა და ფეკალური მასა პირდაპირ ეზოში იღვრება. მოსახლეობის თქმით, საკანალიზაციო სისტემა მოუწესრიგებელია და ამიტომ გაიჭედა. დგას აუტანელი სუნი და ანტისანიტარია.
ადგილზე იმყოფებიან წყალმომარაგების კომპანიის თაანმშრომლები. როგორც მოსახლეობა “გურია ნიუსთან“ ამბობს, პრობლემების მოგვარება ვერ შეძლეს.
აღნიშნულის შესახებ წყალმომარაგების კომპანიის გურიის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ლევან აფხაზავა ამბობს, რომ მათი ტექნიკით შეუძლებელი გახდა აღნიშნული პრობლემის მოგვარება და დახმარებისთვის ქალაქ ფოთის შესაბამის სამსახურს მიმართეს: გამოძახებულია სპეციალური ტექნიკა ფოთიდან, რომელიც დღესვე მოაგვარებს პრობლემას, _ ამბობს აფხაზავა.