ზიკა სქესობრივი გზითაც გადადის, საგანგაშო დასკვნა ამერიკელმა მეცნიერებმა დადეს. ზიკას ვირუსი, რომლის ვაქცინა, ჯერჯერობით არ არსებობს, შესაძლოა, ევროპასაც დაემუქროს. ახლა ყველაზე რთული მდგომარეობა კოლუმბიასა და ვენესუელაშია.
ამერიკის დაავადებათა კონტროლს ეროვნულმა ცენტრმა სქესობრივი გზით ზიკა ვირუსით დაიმფიცირების პირველი შემთხვევა დააფიქსირა. ახალი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ ჯანდაცვის უწყებამ მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა და პრევენციისთვის სპეციალური ნაკრების შეძენაზე რეკომენდაცია გასცა. გარდა ამისა ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების მართვის ინსპექციამ განაცხადა, რომ ახალი შემთხვევების გახშირების შემდეგ დონორის სისხლი ზიკა ვირუსზეც უნდა შემოწმდეს.
ზიკას გავრცელების საფრთხე სინგპურსაც დაემუქრა, სადაც ინფიცირების 40 შემთხვევა აღმოაჩინეს.































































