ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ იმ ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი, რომელიც შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ.
ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი დაინტერესდა თუ ვინ გახდება სოფლის მეურნეობის მინისტრი – "თქვენ ადრე ირაკლი ღარიბაშვილს სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დავით კირვალიძეს ურჩევდით და გიორგი კვირიკაშვილსაც ხომ არ ურჩევთ კირვალიძის კანდიდატურას"? – ჰკითხა ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილს.
"პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ძალიან გამოცდილი კაცია. ის მშვენივრად მოახერხებს ახალი მინისტრის დანიშვნას. კირვალიძე საერთოდ ჩემი ფავორიტი მინისტრი იყო. როდესაც იყო სამინისტროში კითხვის ნიშნები, არავინ არ დავზოგე. კირვალიძის ბრალეულობა კი არ დამტკიცებულა და დღესაც ის ჩემთვის საპატივცემულო პიროვნებაა. სხვათაშორის მქონდა საუბარი კვირიკაშვილთან, რომ კარგი იქნება თუ ახალ გუნდში კირვალაძეს დააბრუნებთ", _ თქვა ბიძინა ივანიშვილმა.