ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი ხუთი იყო.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის მიერ ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამმხრივ დისკუსიას გამართავენ ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო. სამი ინსტიტუტის მიერ კონსენსუსის მიღწევისას ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა გადაინაცვლებს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ევროპარლამენტში უახლოესი სესიები ჩანიშნულია 12-15 სექტემბერს, 3-6 ოქტომბერს და 24-27 ოქტომბერს.
ევროპარლამენტის მიერ ინიციატივის დამტკიცებით შემთხვევაში საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.