THE INDEPENDENT-ის ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახური რუსეთის მიერ ამერიკულ პოლიტიკურ ინსტიტუტებზე კიბერშეტევების მცდელობას იძიებს, რაც ნომბერში გასამართი არჩევნების ჩაშლასთანაა სავარაუდოდ დაკავშირებული.
გავრცელებული ინფორმაციით, FBI, CIA და NSA, ასევე ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ჩართულია გამოძიებაში.
ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის კიბერშეტევების მიზანია გავლენა მოახდინოს ეროვნულ და ადგილობრივ პოლიტიკაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„რუსეთის ჩარევას უწყებები ჯერ არ ადასტურებენ, მაგრამ არსებობს მინიშნებები, რომ საარჩევნო სისტემის უსაფრთხოებას შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს“, _ აცხადებს გაზეთთან საუბრისას ერთ-ერთი ოფიციალური პირი.
ოფიციალური პირების განცხადებით, მიუხედავად გავრცელებული ბრალდებებისა დონალდ ტრამპსა და რუსეთს შორის კავშირის შესახებ, რუსეთის ოპერაციის ობიექტურობისთვის არ არის აუცილებელი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭიროს რესპუბლიკური პარტიის რჩეულს.
მათივე თქმით, რუსეთს სურს დაბნეულობა დათესოს ამერიკის გლობალურ ლიდერობაში და ჩაშალოს ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევა გაავრცელოს დემოკრატია და დასავლური გავლენა, განსაკუთრებით ევროპაში და საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში.
როგორც ცნობილია, ბოლო დროს ეროვნულ დემოკტარიულ კომიტეტზე გახშირებული კიბერშეტევების გამო ექსპერტებმა რუსეთის ხელისუფლების ჰაკერები დაადანაშაულეს, რასაც 200 000-ზე მეტი მეილის გასაჯაროება მოყვა, რის შემდეგაც ეროვნული დემოკრატიული კომიტეტის თავმჯდომარე გადადგა.
როგორც რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი მათი ოფისიც გახდა.