სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო, სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წევრის მიღების მიზნით, ვაკანსიას აცხადებს (არაანაზღაურებადი).
ვაკანსია ცხადდება აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წევრის ერთ ადგილზე, არასამთავრობო ორგანიზაციის კვოტით. სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომეტისთვის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად, კანდიდატურა საბჭოში მითითებულ ვადაში უნდა წარადგინონ. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება კანდიდატურა დამოუკიდებლად წარადგინოს.
ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს ორგანიზაციის წესდების ასლი ნოტარიულად დამოწმებული სახით. კანდიდატურის წარდგენა შესაძლებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში წერილობითი ფორმით, ან ელექტრონულად მისამართზე – g.ujmajuridze@moc.gov.ge, 2016 წლის 7 სექტემბრიდან 14 სექტემბრის 18:00 საათამდე. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სატელეფონო ნომერზე – 231 27 47 (7420).
(R)