"პატრიოტთა ალიანსმა" საკუთარი არჩევანი ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში პარტიის ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელზე გურანდა მანაგაძეზე შეაჩერა.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის მებრძოლი ეს კანდიდატიც ლანჩხუთის მკვიდრია. იგი რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად სოფელ ნიგვზიანში, მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში დაფუძნდა.
პროფესიით იურისტი გურანდა მანაგაძე პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციას სათავეში გასული წლიდან ჩაუდგა.