ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ არის იმის დადასტურება, რომ ალიანსი ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებს.
აღნიშნულის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ამ წუთებში ნატო-ს გენერალურ მდივანს იან სტონტელბერგს და სხვა ოფიციალურ პირებს ელოდებიან.
"პირველ რიგში, ეს არის დადასტურება იმ ინტერესის, მხარდაჭერის და იმ კონკრეტული შედეგებისა, რაც ჩვენ ვარშავის სამიტზე მივიღეთ. ნატო–საქართველოს ურთიერთობებში ჩვენ გაგვაჩნია არსებითი პაკეტი და ამ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელებთ ამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების მიმდინარეობაზე. გავაცნობთ ალიანსს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და წინასაარჩევნო გარემოს, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის უზრუნველვყავით. დარწმუნებულები ვართ, რომ ალიანსი საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ინფორმირებული იქნება", _ განაცხადა ბაქრაძემ.