ნატოს-გენერალური მდივნის, იენს სტონტელბერგის განცხადებით, საქართველო გახდება ნატოს წევრი თუ არა, ეს არის 28 წევრი ნატო-ს წევრი ქვეყნის გადასაწყვეტი და არც ერთ სხვა მხარეს არ გააჩნია აღნიშნულ პროცესში ჩარევის უფლება.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე: რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოს წევრობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში, სტონტელბერგმა უპასუხა:
"ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის აღნიშნული წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას, რომ გააკეთოს არჩევანი, იყოს ალიანსის წევრი ან პირიქით. ეს გახლავთ დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი თუ არა, ეს არის ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის გადასაწყვეტი და არცერთ სხვა მხარეს არ გააჩნია აღნიშნულ პროცესში ჩარევის უფლება.
ნატო-ს კარი ღიაა. მრავალჯერ მოხდა აღნიშნულის დემონსტრირება, მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, რომ მას ნატო-ს გაფართოების აღნიშნული პროცესი არ მოსწონს. ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას. 28-დან 29 წევრის მიმართულებით ვმოძრაობათ, რადგან მონტენეგრო 29-ე წევრი უნდა გახდეს, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ ნატო-ს კარი ღიაა გაფართოების მიმართულებით. აღნიშნული ეხება საქართველოსაც. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ბუქარესტში და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აღნიშნული გადაწყვეტილება ვარშავაში", _ განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამავე თემაზე:
როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი – სტონტელბერგის შეფასება
საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის – სტონტელბერგი
რაზე ისაუბრეს გიორგი კვირიკაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტონტელბერგი თბილისშია
ეს არის დადასტურება იმ მხარდაჭერის, რაც ჩვენ ვარშავის სამიტზე მივიღეთ – დავით ბაქრაძე