საქართევლოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რეფორმებით და გადადგმული ნაბიჯებით საქართველო უახლოვდება იმ სივრცეს, რომელიც არის დაცული და უსაფრთხო.
"ძალიან წარმატებული მე-4 ვიზიტი განხორციელდა. კომისიის სხდომაზე ცალსახად ყველა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკური განვითარების, თავდაცვის უნარის გაუმჯობესების და იმ პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით, რომელიც აძლიერებს, ჩვენს თავდაცვისუნარიანობას. ეს იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციისთვის და მესიჯი თითოეული მოქალაქისათვის, რომ ჩვენ ჩვენი რეფორმებით და გადადგმული ნაბიჯებით ვუახლოვდებით იმ სივრცეს, რომელიც არის დაცული და უსაფრთხო. რომელიც, პირველ რიგში, აფასებს ადამიანის უფლებებს. ეს არის დემოკრატია. ეს არის ის, საითაც საქართველო მიისწრაფვის და ქართველი ხალხის არჩევანია.
შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ვარშავის სამიტის იმპლემენტაციაზე და იმ გაფართოებულ პაკეტზე და ახალ ინსტრუმენტებზე, რაც აძლიერებს საქართველოს თავდაცვის სისტემის უნარიანობას. ცალკეულმა ქვეყნებმა გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ პაკეტის განხორციელებას. საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, ეს არის ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება. ხოლო ალიანსის წევრები ამ გადაწყვეტილების მხარდამჭერები ხდებიან. რაც შეეხება წევრობას, ეს არის დამოკიდებული ალიანსზე და მის წევრებზე, ასევე საქართველოზეც, როგორ მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით", _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
ამავე თემაზე:
როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი – სტონტელბერგის შეფასება
საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის – სტონტელბერგი
საქართველო გახდება ნატო-ს წევრი თუ არა, ეს არის ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის გადასაწყვეტი – სტონტელბერგირაზე ისაუბრეს გიორგი კვირიკაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტონტელბერგი თბილისშია
ეს არის დადასტურება იმ მხარდაჭერის, რაც ჩვენ ვარშავის სამიტზე მივიღეთ – დავით ბაქრაძე