საქართველოს პრემიერ-მნინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კორექტული არ იქნება საუბარი რუსეთის გავლენაზე საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ საქართველოს გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე გრძნობს თუ არა საქართველოს მთავრობა რუსეთის ფაქტორის მნიშვნელობას საქართველოს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ საკუთარი საშიანო დავალება უნდა შეასრულოს, რათა ქვეყანა დაუახლოვდეს ნატო-ს და მოახდინოს სამხედრო სტანდარტების ჰარმონიზაცია ალიანსთან.
"ვისაუბროთ რუსეთის გავლენაზე საქართველოს პოტენციურ გაწევრიანებაზე, ალბათ, კორექტული არ იქნება. ჩვენ საკუთარი საშიანო დავალება უნდა შევასრულოთ, რათა დავუახლოვდეთ და მოვახდინოთ საქართველოს სამხედრო სტანდარტების ჰარმონიზაცია ნატო–სთან. მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და ვიმოძრაოთ შეუქცევლად ნატო–ს წევრობისკენ. რასაც რეალურად ახლა ვახორციელებთ სამხედრო სფეროს, დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირებას, რაც საჭიროა ნატოს წევრობისთვის.
ის, რომ მონტენეგრო ესწრებოდა ამ ძალზედ მნიშვნელოვან ფორუმს, კიდევ ერთხელ მეტყველებს ნატო–ს ღია კარის პოლიტიკის მდგრადობაზე და ეს არის სტიმული ჩვენთვის იმის, რომ გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც დღემდე ვაკეთებდით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოსთვის იქნება ე.წ. შესაძლებლობის ფანჯარა
და ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ ამ მიმართულებით", _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტონტელბერგმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი თუ არა, ეს არის ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის გადასაწყვეტი და არც ერთ სხვა მხარეს არ გააჩნია აღნიშნულ პროცესში ჩარევის უფლება.
ამავე თემაზე:
როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი – სტონტელბერგის შეფასება
საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის – სტონტელბერგი
რაზე ისაუბრეს გიორგი კვირიკაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტონტელბერგი თბილისშია
ეს არის დადასტურება იმ მხარდაჭერის, რაც ჩვენ ვარშავის სამიტზე მივიღეთ – დავით ბაქრაძე