ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი ოფისის გახსნაზე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ დამსწრე საზოგადოებას ახლი ცენტრის გახსნა მიულოცა და ხაზი გაუსვა ცენტრის როლს საზოგადოებისთვის ნატოს შესახებ სწორად მიწოდებული ინფორმაციის საკითხში. მისი თქმით, საქართველოს ბევრ მოქალაქეს სწორად აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ნატოსთან მიმართებაში.
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის სწორად იყოს მიწოდებული ინფორმაცია, თუ რა არის ნატო. ეს პრობლემა დგას მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებშიც და ხშირად მიწევს იმის ახსნა, რომ ეს არ არის მარტო სამხედრო ალიანსი და ნატო არის პოლიტიკური ორგანიზაციაც. ზოგიერთის შეფასებით, საქართველოს დიდი დრო დასჭირდა ნატოში ინტეგრაციისთვის და ეს შეფასებები გამომდინარეობს იქიდან, რომ არასწორი გზავნილები ისმის სხვადასხვა მხრიდან. თუმცა საქართველოს ბევრ მოქალაქეს ჩამოყალიბებული აქვს თავისი პოზიცია ნატოსთან მიმართებაში და ძალიან ბევრმა ტაქსის მძღოლმაც იცის, რა ითქვა ბუქარესტის სამიტზე“, _ განაცხადა ვერშბოუმ.