ამ წუთებში, თბილისში, პარლამენტის შენობაში ნატოს გენერალური მდივანი და ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან.
შეხვედრაზე სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში, მსოფლიოსთვის მნიშვნელვანი გზავნილია.
"მე მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია სხვადასხვა რეფორმის კუთხით, რაც მნიშვნელოვანია ნატოში გაწევრიანებისთვის. მე პირობას ვდებ, რომ საქართველოს დავეხმარები, გახდეს ნატოს წევრი, _ განაცხადა სტოლტენბერგმა