"საქართველოს ნატოსთან მხოლოდ ნატო-ში წევრობა აშორებს, ხოლო სხვა დანარჩენ საკითხებზე საქართველო და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთად მუშაობენ", _ ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნატო-ს გენერალური მდივნისა და ქართველი დეპუტატების ერთობლივ შეხვედრაზე გააკეთა.,
"მადლობას მოგახსენებთ საქართველში ჩამობრძანებისთვის. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოს ნატოსთან მხოლოდ ნატო-ში წევრობა აშორებს, სხვა დანარჩენ საკითხებში ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ. ერთად ვიხილავთ უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი და პარტნიორი.
პარლამენტის თავჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სქართველო იყოს თანამედროვე უსაფრთხოების და კეთილდღეობის სადარაჯოზე.
"საქართველოს პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, იყოს ჩართული მოქმედებებში, რადგან მომავალი წლის მაისში ის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია საქართველოში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩამოვიდა, _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.