საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ დღეს პრეზიდენტის სასახლეში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მეუღლეებს საუზმეზე უმასპინძლა.
მაკა ჩიჩუამ სტუმრებთან ერთად სასახლეში ხელნაკეთი ნივთების, ფერწერული ნამუშევრების და ფოტოების გამოფენა დაათვალიერა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიერაა შესრულებული.
შეხვედრის ბოლოს პირველმა ლედიმ სტუმრებს ძველი ქართული ტრადიციული სამოსის აქსესუარი _ ყაბალახი უსახსოვრა.
საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ სტუმრებს პრეზიდენტის მრჩევლებთან და მთავრობის წევრების მეუღლეებთან ერთად უმასპინძლა.