ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს პოლიტიკოსებმა.
გიორგი ბარამიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, „მოხარული ვარ, რომ დიდი ხნის წინ დაწყებული ტრადიცია გაგრძელდა და გენერალური საბჭო კვლავ ესტუმრა საქართველოს. გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩატარდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა საპარლამენტო დონეზე. "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება ყველაზე მთავარ საკითხებზე, რაც საქართველოს წინაშე დგას, ეს არის რუსული ოკუპაცია და ჩვენ ხაზი გავუსვით ევროკავშირში გაწევრიანების გზით რომ უნდა დავაჩქაროთ საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება. ხაზი გაესვა საქართველოს მოსახლეობის მყარ არჩევანს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დემოკრატიული ქართული და მაშასადამე, ევროპული სახელმწიფო.
საქართველო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს ნატოს წევრი, რადგან ჩვენ გვჭირდება ეს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად, რაც ძნელი იქნება ნატოში გაწევრიანების გარეშე, _ განაცხადა გიორგი ბარამიძემ.