საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, ის გამოხატავს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოსადმი.
"ამ მომენტისათვის აუცილებელია არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, რათა გააქტიურებულმა პრორუსულმა ძალებმა მასზე არ მოახდინოს გავლენა".
მან ასევე აღნიშნა, რომ "თავისუფალი დემოკრატების სახელით ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს მიმართ, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ყველა პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა დგას.