აზიის განვითარების ბანკმა "თიბისი ბანკი "ზედიზედ უკვე მეორედ დაასახელა საქართველოში საუკეთესო პარტნიორ ბანკად ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით. აღნიშნული ჯილდო სულ 15 პარტნიორ ბანკს გადაეცა, რომლებთანაც ADB ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში.
"ვაჭრობის ფინანსირების პროგრამა უკვე მეორე წელია ავლენს ჩვენს ყველაზე აქტიურ პარტნიორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს დაჯილდოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გამარჯვებულ ბანკებთან თანამშრომლობით, ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში," – განაცხადა სტივენ ბეკმა, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების ხელმძღვანელმა.
შეფასების საზომი აზიის განვითარების ბანკისთვის 2015 წელსა და 2016 წლის პირველ ნახევარში ბანკების მიერ შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობა იყო. ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში, 200-ზე მეტი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტისთვის ხდება საიმპორტო და საექსპორტო საქმიანობის ხელშეწყობა.
2009 წლიდან დღემდე ADB-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამამ 8 200-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა რეგიონში, რისთვისაც 11 800-მდე ტრანზაქცია განახორციელა. პროგრამის ფარგლებში 23,6 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო და არაერთი სექტორი დაფინანსდა. (R)