საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ევროატლანტიკური ინტერგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც იმსჯელეს.
გიორგი მარგველაშვილმა და სერ გარი ჯონსონმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს და ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს.