დღეს, ჩოხატაურში, "დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმყოფებოდა.
„გურია ნიუსი“ იმ ახალგაზრდებს გაესაუბრა, რომლებსაც „ბურჯანაძე-დემოკრატების“ ლოგოიანი მაისურები ეცვათ, ყელსახვევი ეკეთათ და პარტიის დროშა ეკავათ. ისინი, როგორც თავად გვითხრეს, პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდნენ.
კითხვაზე _ იცოდნენ თუ არა ვისთან იმართებოდა შეხვედრა, ახალგაზრდებმა ასე გვიპასუხეს: „ჩვენ პარტიის ახალგაზრდული ფრთა ვართ და ვხვდებით პრეზიდენტობის დეპუტატობის კანდიდატს!“