მას შემდეგ, რაც ჩოხატაურში შეკრებილ გურულ მხარდამჭერებს "დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიესალმა, მასთან ჩოხატაურელი ვაჟა ჩხიკვიშვილი მივიდა და აღუთქვა, რომ ხმას იმ შემთხვევაში მისცემდა, თუ ბურჯანაძე ამის სანაცვლოდ, თავის ხელფასს დაუთმობდა.
_ მოგცემ ხმას, მაგრამ სამაგიეროდ, შენი ხელფასი მომეცი, _ თქვა ჩხიკვიშვილმა და დაამატა, რომ ჩოხატაურიდან საერთოდ არ გაუშვებდა ბურჯანაძეს, თუ ამ სურვილს შეუსრულებდა, რაზეც პარტიის ლიდერმა უპასუხა, რომ მას ჯერ ხელფასი არ აქვს და თუ არ გაუშვებდა, მაშინ ვერც ერთ დანაპირებს ვერ შეასრულებდა.