1. კაცი 5-დოლარიან ნივთში 10 დოლარსაც გადაიხდის, რადგან შეძენა სურს.
ქალი 10-დოლარიან ნივთში 5 დოლარს გადაიხდის. მერე რა რომ არ სჭირდება, სეილს ხომ არ გამოტოვებს?
2. ქალს გათხოვებამდე აღელვებს მომავალი, კაცს კი ცოლის მოყვანის შემდეგ.
3. წარმატებული კაცი ისაა, ვინც იმაზე მეტს შოულობს, ვიდრე მისი ცოლი ხარჯავს.
წარმატებული ქალი ისაა, ვინც ასეთ კაცს გამოიჭერს.
4. იმისთვის, რომ კაცის გვერდზე ბედნიერი იყო, საჭიროა გიყვარდეს და გაუგო.
იმისთვის, რომ ქალის გვერდზე ბედნიერი იყო, საჭიროა გიყვარდეს და არ ეცადო გაგებას.
5. ცოლიანი კაცი უცოლოზე დიდხანს ცოცხლობს, სამაგიეროდ ცოლიანი უფრო ხშირად ნატრობს სიკვდილს.
6. კაცი ისეთივე სახით იღვიძებს, როგორითაც დაიძინა. ქალი კი დილით ყოველთვის თმაგაწეწილი და გაუარესებულია.
7. ქალი რომ თხოვდება, იმედოვნებს რომ მისი ქმარი შეიცვლება, მაგრამ ასე არ ხდება.
კაცს რომ ცოლი მოჰყავს, იმედი აქვს რომ მუდამ ასეთი იქნება, მაგრამ ისიც ცდება.
8. ნებისმიერ კამათში ბოლო სიტყვას ქალი ამბობს. თუკი კაცმა რამე უპასუხა, ეს ახალი კამათის მიზეზი ხდება.
9. ცხოვრებაში სულ ორჯერ ხდება ისე, რომ კაცი ვერ უგებს ქალს – ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ.
10. თუ ქალები ერთად მიდიან სასადილოდ, ერთმანეთს ისე მიმართავენ, როგორც ჰქვიათ.
თუ კაცები ერთად მიდიან სასადილოდ, ისინი ერთმანეთს მიმართავენ უცნაური მეტსახელებით: გოძილა, დიდთავა, წვნიკა და ა.შ.