სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, Samsung Galaxy Note 7” აპარატების საჰაერო ხომალდით გადატანასთან დაკავშირებით, ბორტზე ცეცხლის გაჩენის საშიშროების ალბათობის გამო და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რეკომენდაციებს ავრცელებს.
"მგზავრებისა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების საყურადღებოდ!
· ფრენის განმავლობაში შეინარჩუნეთ აღნიშნული მოდელის აპარატები გამორთულ მდგომარეობაში;
· მოერიდეთ “Samsung Galaxy Note 7” ელემენტის დამუხტვას საჰაერო ხომალდის ბორტზე;
· არ მოათავსოთ აღნიშნული მობილური ტელეფონები რეგისტრირებულ ბარგში;
· დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ეკიპაჟის წევრებს აპარატის შესაძლო დაზიანების, გახურების, აალების, დაკარგვის ან სავარძლებს შორის ჩავარდნის შემთხვევაში.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საავიაციო ხელისუფლებების მიერ რეკომენდაციების გავრცელების აუცილებლობა განაპირობა კომპანია “Samsung”-ის ოფიციალურმა განცხადებამ, რომლის მიხედვით, „Galaxy Note 7”-ის ელემენტებთან მიმართებაში გამოვლინილი მოჭარბებული საჩივრების გამო, კომპანია იწყებს გაყიდული პროდუქციის გამოთხოვისა და მისი ახალი აპარატებით გამოცვლის პროგრამას.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოგიწოდებთ საჰაერო ხომალდით მგზავრობისას დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები და გაითვალისწინოთ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები.