პაატა ბურჭულაძე "TV პირველის" ეთერით, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ პაატა ბურჭულაძემ მხარდაჭერის სანაცვლოდ დიდი რაოდენობით თანხა მოითხოვა.
"გულახდილად რომ გითხრათ, მე მაინტერესებს, რა თანხაზე იყო ლაპარაკი. ნუთუ, ისეთი მოვთხოვე, რომ მას ძალიან გაუჭირდა, ჩემთვის ფულის მოცემა? რა უნდა მომეთხოვა მე ისეთი, ალბათ, როგორც მეფეებს სთხოვენ ნახევარი სამეფო მომეციო _ 3,5 მილიარდი. რა მოვთხოვე ისეთი, რომ მაგას გაუჭირდა?"_ განაცხადა ბურჭულაძემ "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას.