პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ ამ ომის გმირებს და მსხვერპლებს პატივს. მადლობას ვუხდით მათი ოჯახის წევრებს ასეთი შვილების აღზრდისთვის. ვიზიარებთ მათ ტკივილს. ღმერთი გაანათლებს მათ ნაწამებ სულებს“,_ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის ნეშტი, გუშინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.
დაღუპული მებრძოლებიდან 12-ს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, ხოლო 5 მათგანს ოჯახები საკუთარ რაიონებში გადაასვენებენ.