17 ჯარისკაცი დაიღუპა ინდოეთის შტატ ქაშმირში „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად. თავდასხმა გახორციელდა ქალაქ ურიში მდებარე ინდოეთის არმიის 12-ე ბრიგადის შტაბზე, რომელიც სეპარატისტების მოქმედების არეალში მდებარებს.
„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, შტაბს 4 შეიარაღებული პირი დაესხა. შემთხვევის შედეგად 20 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.