ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებას შეესწრნენ ამერიკაში მცხოვრები ქართველები. თვითმხილველის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის ბრიგადების მობილიზება სწრაფად მოხდა, გადაიკეტა ახლომდებარე ქუჩები.
"7-8 საათი იქნებოდა, რამდენიმე წუთის გავლილი მქონდა ის ადგილი. ატყდა უცნაური ხმაური, უცებ გაჩნდა პოლიციის დიდი რაოდენობა. გადაიკეტა გზები. დიდი პანიკა არ იყო ქალაქში, მაგრამ იყვნენ შეშინებული ადამიანები", _ ამბობს თვითმხილვევლი ზვიად ხუჯაძე "რუსთავი 2"-თან პირდაპირ ეთერში.
აფეთქებას ნიუ-იორკში უკვე უწოდეს წინასწარ განზრახული ქმედება, სამართალდამცავების განმარტებით აფეთქება სისცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა, თუმცა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში 30 ადამიანის გადაყვანა გახდა საჭირო.
შემთხვევის ადგილი კვლავ გადაკეტილია. მომხდარის შესახებ საგამოძიებო ორგანოები დეტალურ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.