თენგიზ ბიწაძე, ოზურგეთი:
_ არც ერთი არ მაინტერესებს, ნათელაშვილის გარდა. ამათმა არც ერთმა არ ქნეს ხეირი. მოვიყვანოთ შალვა ერთხელ და იქნებ გამოადგეს ქართველ ხალხს.
შორენა სიმონიშვილი, ოზურგეთი:
_ მე მონარქისტი ვარ.
თამარ მდინარაძე, ოზურგეთი:
_ სიმართლე გითხრათ, ყველას არ ვიცნობ, მაგრამ უფრო მეტად "ქართული ოცნების" პროგრამა ვიცი.
ცირა ვერულაშვილი, ოზურგეთი:
_ არც ერთი არ მაინტერესებს, არც ერთს არ ვაძლევ ხმას. მკვდარ შვილს გეფიცებით, სახლი მენგრევა თავზე და არავინ ყურადღებას არ მაქცევს.
დალი თავართქილაძე, ოზურგეთი:
_ დიდი მოსაწონი არც ერთი არაა.
ესე სარჯველაძე, ლანჩხუთი:
_ სიმართლე რომ გითხრათ, არც ერთი პარტიის საარჩევნო პროგრამას არ გავცნობივარ.
კობა ჯორბენაძე, ლანჩხუთი:
_ ჩემთვის მისაღები პარტიის _ "სახელმწიფო ხალხისთვის", საარჩევნო პროგრამაა.
კობა ნადირაძე, ლანჩხუთი:
_ ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი.
დოდო ყაჭეიშვილი, ჩოხატაური:
_ "ქართული ოცნების".
იზოლდა ჩაფიძე, ჩოხატაური:
_ დაპირება მაინც და მაინც ყველა არ ასრულებულა და ნაწილობრივ მაინც "ოცნების" პროგრამა მომწონს.
გაიოზ კეკელიძე, ჩოხატაური:
_ არც ერთის არ მომწონს.
ვერა გოგოლაძე, ჩოხატაური:
_ ბურჭულაძის პარტიას ვემხრობი.
იური უნგიაძე, ჩოხატაური:
_ "ქართული ოცნების".
ლია ჭკუასელი, ჩოხატაური:
_ სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ყველა წაკითხული და თავს შევიკავებ.
ივანე შაქარიშვილი, ჩოხატაური:
_ რომელიც უკეთესი იქნება, იმას მივცემ ხმას.